ახალი ამბები
გორელი სპორტსმენი გოდერძი ძებისაშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ.) საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ძებისაშვილი, ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო სკოლის ფალავანია, სპორტში ის 2009 წლიდან ჩაერთო.

შეჯიბრი ახალგაზრდებს შორის რიგაში, 16-17 მარტს ჩატარდა.

მთლიანობაში ტურნირი საქართველოს ნაკრებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედლით დაამთავრა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები