ახალი ამბები
,,თიბისი" ბანკის გორის ფილიალის გაუხმაურებელი ძარცვის ისტორია
გორში ,,თიბისი" ბანკიდან 40 000 ევრო მოხსნეს, რომლის შესახებ ამბავი თავის დროზე პოლიციამ არ გაახმაურა. ამის შესახებ მასალები qartli.ge-ს გააცნეს. საქმეში 3 პირი ფიგურირებდა, ერთი მოლარე, დანარჩენი კი, კლიენტები.

საქმის მასალების მიხედვით, ერთ-ერთი პიროვნება დაუკავშირდა ,,თიბისი" ბანკის სერვის ცენტრის მოლარეს. შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტურად სალაროში თანხის შეტანას დააფიქსირებდნენ; შემდეგ, თითქოსდა ბანკში შეტანილ თანხას გადარიცხავდნენ მეორე კლიენტის ანგარიშზე. მეორე კლიენტი თანხას ბანკის მეორე სერვის ცენტრის ოპერატორთან დაელოდებოდა.

პროკურატურის არქივში დაცული მასალების მიხედვით, 2009 წლის 12 მარტს, მოლარემ მეორე კლიენტის ანგარიშზე ბანკის კუთვნილი 40 000 ევრო გადარიცხა. აღნიშნული თანხა ,,მიმღებს" ბანკის მეორე სერვის ცენტრში გაუნაღდეს.

გორის პოლიციამ 3-ვე მათგანი 2009 წლის 13 მარტს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, ნივთმტკიცების სახით, თანხა არსად ჩანს.

მთავარ ფიგურანტს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 3 ათასი ლარი მიუსაჯეს. მეორე კლიენტს კი, 5 წელი რეალური და 1-წლით პირობითი მსჯავრი, 15 ათას-ლარიანი ჯარიმით. მეორე კლიენტი აცხადებდა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუკი ბანკის კუთვნილი თანხ ჩაურიცხეს.

რაც შეეხება მოლარეს, მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, წაუყენეს ბრალი. მიუსაჯეს 4 წელი და 3 ათასი ლარი ჯარიმა.

იხ. ამავე თემაზე:

10 ყველაზე დიდი ძარცვა გორის რაიონში

Print

სტატიის გამოყენების პირობები