ახალი ამბები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ონკოლოგიურ პაციენტებსაც უმკურნალებენ
დღეიდან გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ონკოლოგიურ პაციენტებსაც უმკურნალებენ.

ახალი პროექტი - „იმკურნალე საქართველოში“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ონკოლოგიური მიმართულებით რეგიონის მოსახლეობის, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ნაკლები დანახარჯებით დროულ და კვალიფიციურ მომსახურების გაწევას ისახავს.

ახალი მიმართულება ჰოსპიტალის პერსონალს სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა დავით ბარლიანმა გააცნო.

ონკოლოგიური მიმართულების დანერგვასთან დაკავშირებით სამხედრო ჰოსპიტალში სპეციალური კონფერენცია გაიმართა, სადაც პროფესორებმა ილია გოცაძემ და გიორგი შიოშვილმა პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები