ახალი ამბები
კასპში სკოლის მოსწავლეებს გარემოს დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს
კასპის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების გაზრდის მიზნით,  ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაუტარეს.

მოსწავლეებმა გარემოს დაცვით პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნარჩენის დახარისხება მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.

საქართველოში ნარჩენის შესამცირებლად ზრუნვა ორგანიზაცია CENN- მა 2014 წელს 18 მარტს დაიწყო, საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) -ს პროგრამის (WMTR) ფარგლებში.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში.

პროგრამის მიზანია, პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრელებიდან სათბური აირების შესამცირებლად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები