ახალი ამბები
,,ახალბაღში" მოქალაქეებს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ფოტოსესიაში მონაწილეობის საშუალება ექნებათ
23 მარტს, 14 :00 საათიდან - 16 : 00 საათამდე, გორის კულტურისა და დასვენების პარკში (ახალბაღი),  ნებისმიერ მსურველს ოთხფეხა მეგობართან ერთად პროფესიონალი ფოტოგრაფი სურათებს გადაუღებს.

ფოტოსესია, კამპანია ,,დადებით გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად“ ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც ორგანიზაცოა ,,ქართლოსმა“ შეიმუშავა.

კამპანიის მიზანია, ცხოველთა უფლებების დაცვის იდეის პოლულარიზება და საზოგადეობისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება ცხოველებზე ზრუნვის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები