ახალი ამბები
ქობესაანთუბანი-ვედრება-სანებლის გზაზე ასფალტი დაიგება
ქარელის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - ქობესაანთუბანი, ვედრება, სანებელი - ასფალტის საფარი დაიგება. ამის შესახებ qartli.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

სამუშაოებისთვის 1 მლნ ლარად კომპანია ,,ქროსპოინტი" შეასრულებს. გზის სიგრძე 3 კმ-ია. 

,,აღნიშნული გზებს კაპიტალური შეკეთება არ ჩატარებია. გზის ნაწილი მოხრეშილია. გაჩენილია უმნიშვნელო ზომის ორმოები, გზის საფარი ნორმალურ მდგომარეობაშია. გზის სავალ ნაწილის ნაპირებზე ნალექების შედეგად ჩამოტანილია თიხაში აზელილი გრუნტი. არსებული გრუნტის სანიაღვრეები ამოვსებულია დანალექი ქანებით." - აღნიშნავს საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 



იხ. ვიდეოარქივი, გადაღებული სანებელში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები