ახალი ამბები
20-მდე პოლიტიკურმა პარტიამ გორში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით და არსებული სისტემის შესაცვლელად გორში შეხვედრა გაიმართა. 20-მდე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მხარდამჭერებს ახალი ინიციატივა გააცნო.

საუბარია ხელმოწერების შეგროვებაზე, რომელიც მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნას ეხება. ინიციატორების განცხადებით, არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწია ისეთმა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე სუბიექტებმა, რომლებსაც სხვადასხვა საკითხებზე ფუნდამეტური განსხვავები აქვთ.

პარტიის ლიდერებმა, ამომრჩევლებს პროპორციულ და ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების პრიორიტეტები გააცნეს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები