გორის საკრებულოში ახალი ფრაქცია ,,ძლიერი გორი" დაფუძნდება. ამის
შესახებ ინფორმაციას გორის საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი
ავრცელებს.
მისი ცნობით, ფრაქციაში ,,ნაციონალური მოძრაობის" ორივე წევრი -
ვასილისა ჯაბახიძე, ბექა ქორჩილავა, ხოლო მესამე წევრად ,,ევროპული
საქართველოს" სახელით შესული კახა ბურჯანაძე გაწევრიანდება.
ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასია 2000 ლარი, ხოლო მოადგილის - 1200
ლარი. ხელფასს აიღებს ვასილისა ჯაბახიძე და კახა ბურჯანაძე.
ანაზღაურების გარეშე რჩება ბექა ქორჩილავა.
მანამდე ვასილისა ჯაბახიძე და ბექა ქორჩილავა ფრაქცია ,,ნაციონალური
მოძრაობის" წევრები, ირმა ამბარდნიშვილთან ერთად, იყვნენ. ჯაბახიძე
თავმჯდომარე, ხოლო ქორჩილავა მოადგილე იყო. ირმა ამბარდნიშვილმა
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა" მიატოვა. ამის გამო, ირმა
ამბარდნიშვილი ,,ენმ"-ს გორის ორგანიზაციამ საერთოდ პარტიიდანაც
გარიცხა.
გორის საკრებულოში ,,ძლიერ გორთან" ერთად უკვე 8 ფრაქცია იქნება.
სტატიის გამოყენების პირობები