ახალი ამბები
ხაშურის მერიის მანქანა ერთი თვეა ვერ შეაკეთეს - ხელოსანმა ფეხი იღრძო
ხაშურის მერიის კუთვნილი ავტომანქანა (მოდელი Mitsubishi Pajero IO,) ერთი თვეა ვერ შეაკეთეს, რის გამოც, ადმინისტრაციის ცნობით, უწყებაში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ეფექტურად ვეღარ მუშაობენ.

კომპანია ,,ავტოგრუპი" 2019 წლის 18 მარტს შავ სიაში შეიყვანეს. ხაშურის მერის გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

,,მიმწოდებლის წერილობითი განმარტების შესაბამისად, კომპანიის დირექტორმა წინა დღეს იღრძო ფეხი, რის გამოც მან ვერ მოახერხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. მიმწოდებელმა ითხოვა, რომ იგი არ დარეგისტრირდეს შავ სიაში." - აღნიშნულია უწყების განმარტებაში.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ გაითვალისწინა ავტოშემკეთებელი სახელოსნოს წარმომადგენლის თხოვნა და ,,ავტოგრუპი" შავ სიაში შეიყვანეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები