ახალი ამბები
,,გორმედის" ყოფილი ქირურგი სამსახურში აღდგენას ითხოვს
სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" ყოფილი ქირურგი ნიაზ ნიაზაშვილი სამსახურში აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნით მიმართა. 

სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, ნიაზ ნიაზაშვილი ,,გორმედის" ხელმძღვანელობას უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. გარდა სამსახურში აღდგენისა, ქირურგი განაცდური დღეების სახელფასო ანაზღაურებასაც ითხოვს.

ექიმი ამავე დროს 2014-2017 წლების მოწვევის გორის საკრებულოს წევრი იყო. ის სოფელ ქვახვრელში მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს მმართველი პარტიის მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები