ახალი ამბები
ფერეიდნელი ქართველები გორის სოფელ ქვახვრელის სკოლას ესტუმრნენ
გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლას ფერეიდნელი ქართველები სტუმრად ეწვივნენ. ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ავრცელებს.

სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სტუმრებს შორის მასწავლებლებიც იყვნენ.

,,გამოთქვეს ინტერესი, რომ დაეთვალიერებინათ ქვახვრელის საჯარო სკოლა. მათ ჩვენი სკოლის წარმომადგენლებს გააცნეს და ისაუბრეს ირანის სასკოლო ცხოვრებაზე და წეს-ჩვეულებებზე. შეხვედრა იყო ემოციური და საინტერესო, როგორც სკოლის წარმომადგენლებისთვის, ასევე სტუმრებისათვის." - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ფერეიდნელი ქართველი სოფელში სტუმრად ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ. ფერეიდნელი ვაჟი და ქვახვრელელი გოგონა ცოტა ხნის წინ დაოჯახდნენ. მათ ერთმანეთი უმაღლეს სასწავლებელში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე გაიცნეს. გოგონას დედა ქვახვრელის სკოლის პედაგოგია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები