ახალი ამბები
,,ეს საზღვარია, რომელიც საზღვარი არ არის" - The Grand Tour-ი ხურვალეთსა და გორში
გადაცემა The Grand Tour-ის სრული ვიდეო გავრცელდა, რომელიც საქართველოში მოგზაურებას ასახავს. ჩანაწერში გორსა და ხურვალეთში წამყვანების ვიზიტიც აისახა. დასავლეთ საქართველოდან მომავალი კოლონა ჯერ გორში, შემდეგ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში შეჩერდა.

,,ეს საზღვარია, რომელიც საზღვარი არ არის. ჩვენ აქ ვართ, აი იქეთ არის საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელსაც უმეტესობა აღიარებს, მაგრამ რუსებს მიაჩნიათ, რომ საზღვარი აქ უნდა იყოს. საღამოობით ისინი საზღვარს წევენ. წარმოიდგინე, საქართველოში ცხოვრობ და დილით იღვიძებ რუსეთში", — ეუბნება ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებს რიჩარდ ჰამონდსა და ჯეიმს მეის.

იხ. ვიდეო - სოფელ ხურვალეთში




საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მოგზაურობის ეპიზოდს ფესიბუქგვერდი თOP Gეორგიან ცარს-ი ავრცელებს. საუბრის შინაარსიც მათი გავრცელებულია.

რაც შეეხება გორში სტუმრობას, წამყვანები სტალინის მუზეუმს ესტუმრნენ და აღნიშნეს, რომ ისინი დიქტატორის სახლ-მუზეუმში იმყოფებიან.


იხ. ვიდეო - სტალინის სახლ-მუზეუმი

 



Print

სტატიის გამოყენების პირობები