ახალი ამბები
გორის სასამართლოში სმიტების მკვლელობის საქმეზე მხარეები დასკვნით სიტყვებით წარსდგებიან
დღეს, ნაფიცი მსაჯულების წინაშე, მხარეები დასკვნითი სიტყვებით გამოვლენ. ამის შესახებ სასამართლო პროცესი დღეს 11 საათზე დაიწყება.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი აცხადებს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დასრულდა. როგორც დაცვის მხარემ, ასევე, ბრალდებელმა, საკუთარი მოწმეებიც წარადგინეს.

მალხაზ კობაურის ადვოკარი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის მოსმენა უფრო გაჯანსაღებული პროცესია.

2018 წლის ივლისში 43 წლის რაიანი, 42 წლის ლორა სმიტი და მათი 4 წლის ბიჭი სასტიკად მოკლეს. ამის გამო, საქართველოს მოქალაქეს 20 წლის მალხაზ კობოურს უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში მოხდა.

სმიტების ოჯახი დასასვენებლად იმყოფებოდა და კარავი ჰქონდათ გაშლილი. კავშირი მათთან 4 ივლისს გაწყდა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა პირველი რაიან სმიტი მოკლა. შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა, ლორა სმიტი კი, მდინარეში ჩააგდო. ბავშვის ცხედარი ქვებში დამალული იპოვეს. ქალის ცხედარის პოვნის შესახებ მეზობელი სოფლის მოსახლეობას ინფორმაცია თავდაპირველად კობაურმა შეატყობინა. ის დანაშაულის ჩადენის ფაქტს უარყოფს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები