ახალი ამბები
გაზაფხულის რა პერიოდში წარმოადგენს საფრთხეს ხილისთვის დაბალი ტემპერატურა
ბოლო ორი დღის მანძილზე დაფიქსირებული დაბალი ტემპერატურის გამო ხეხილს საფრთხე არ შექმნია. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის საკრებულოს აგრარული კომისიის წევრმა მერაბ მელანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მეტეოროლოგიურმა სადგურმა რეგიონის მასშტაბით მინიმუმ -1 გრადუსი ყინვა დააფიქსირა, თუმცა ამ პერიოდში ეს საფრთხეს არ წარმოადგენს:

,,ძირითადად, შინდი ყვავილობს, თუმცა არც შინდს შექმნია პრობლემა. მე მაინც გადავამოწმე ინფორმაცია სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრთან, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ ჯერ რაიმე ზიანის შესახებ, შეტყობინება არ არსებობს" - აცხადებს მერაბ მელანაშვილი.

მისი განმარტებით, დაბალი ტემპერატურა ნაყოფისთვის საფრთხეს 4-10 აპრილის შემდეგ, შექმნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები