ახალი ამბები
ხაშურელი ელენე გოგალაძე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა
ხაშურის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, ელენე გოგალაძე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute)-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც აპლიკანტების 2%- ზე ნაკლებს იღებენ და რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტად ივთლება.

ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ელენემ უნივერსიტეტში სწავლის სრული, 100 %-იანი დაფინანსება მოიპოვა და ამავე უნივერსიტეტის კამპუსში იცხოვრებს.

უნივერსიტეტი ჰარვარდის ყოფილი დეკანის ბენ ნელსონის დაარსებულია და მდებარეობს სან- ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში თითოეულ სემესტრს ატარებენ.

ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს - აირესი და ჰაიდერაბადი (ინდოეთი). ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები