ახალი ამბები
ხაშურის რაიონში შშმ ქალი, რომელიც სახლიდან გააგდეს, საზღვარგარეთ წავიდა
ხაშურის სასამართლოს მიერ ბინიდან გამოსახლებულ შშმ პირს სახლში დაბრუნების უფლება მისცეს, თუმცა ქალი, როგორც მეზობლები ამბობენ, იტალიაში წავიდა. ამის შესახებ qartli.ge-ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა განუცხადა.

შემთხვევა ხაშურის ერთ-ერთ დასახლებაში მოხდა. 50-წლამდე ასაკის ქალბატონი სახლიდან დამ და ძმამ გაასახლა. ქალბატონმა მამისეული სახლის 1/3 ჯერ დაკარგა, თუმცა, სასამართლოს ძალით, მხოლოდ, 1/6 ნაწილი დაიბრუნა.

სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ შშმპ სისტემატიურად განიცდიდიდა ძალადობას ოჯახის წევრების მხრიდან, არაერთხელ გამოუძახებია პოლიცია, რაც შესაბამისი ოქმებით განმტკიცებულია საქმეში.

დაახლოებით 1-წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ, ქონება დედაზე და და-ძმაზე გადანწილდა. დედამ შვილს სთხოვა, რომ უარი ეთქვა 1/3 წილზე დედისვე სასარგებლოდ: ,,ვიფიქრე, რომ თუკი ამას გავაკეთებდი, ჩემ მიმართ ზეწოლა შეწყდებოდა" - აღნიშნა პროცესზე ქალმა.

შშმ პირმა სახლის 1/3 ნაწილი დედას გადასცა. დედამ კი, ვაჟს აჩუქა. ამის შემდეგ, შშმ პირის განცხადებით, ზეწოლა არ წყდებოდა და იძულებული გახდა 1/3 წილის დაბრუნებაზე სასამართლოსთვის მიემართა. პარალელურად, ძმამ ბინიდან დის გამოსახლების შესახებ, ხაშურის სასამართლოს მიმართა. ხაშურის სასამართლომ ორივე სარჩელი გააერთიანა და საქმე დედის და ძმის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

,,ხაშურის სასამართლომ ისე იმსჯელა გამოსახლებაზე სადავო უძრავი ქონებიდან, რომ არც კი შეაფასა, რომ ის არის შეზღუდულუნარიანი ახალგაზრდა ქალი, რომელიც პირველი ჯგუფის შშმპ პირი, სიმსივნითაა დაავადებული და მისთვის დაუშვებელია ნერვიულობა, ფიზიკური დატვირთვა" - აღნიშნულია საბოლოო გადაწყვეტილებაში, რომელიც 2018 წლის 7 სექტემბერს მიიღეს.

შშმ პირთა შესახებ გაეროს 1975 წლის დეკლარაციისა და 1993 წლის 20 დეკემბრის აქტით ,,შშმპ-თათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით", საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით აკრძალულია შშმ პირთა დისკრიმინაცია და კანონით ისჯება.

,,ამჟამად, როგორც მითხრეს, ქალბატონი საზღვარგარეთ წასულა და სახლში მაინც არც ცხოვრობს" - გვითხრა ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა. მისი თქმით, შშმ პირზე ზეწოლის ფაქტების შესახებ, აქამდე არაფერი იცოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები