ახალი ამბები
ნიქოზში პოლიციის შენობის წინ გმირთა მემორიალი მოეწყობა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ნიქოზში გმირთა მემორიალი დაიდგმება. ამის შესახებ თხოვნით გორის მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.

მერიამ დახმარების მიზნით საქმის კურსში გუბერნატორი ჩააყენა. გუბერნატორმა კი, შს სამინისტროს მიმართა.

შს სამინისტრომ, მიწის ფართის უსასყიდლოდ გადმოცემის თხოვნით, წერილი ქონების ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი, გორის საკრებულოს მიმართა.

წერილების მოძრაობა 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყო.

მიწის ნაკვეთზე, რომელიც ნიქოზის პოლიციისა და ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარეობს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პოლიციელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გმირთა მემორიალი მოეწყობა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები