ახალი ამბები
გორის მერიას უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში ცვლილებების შეტანა დაჭირდა
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში დღეს ცვლილებები შეიტანეს. ამის მიზეზი საქართველოს იუსტიციის საბჭოდან გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილი გახდა. რეკომენდაციის მიხედვით, გარკვეული საკითხები კორექტირებას საჭიროებს.

კერძოდ, მეორე მუხლის კონკრეტული ნაწილი შეიცვალა შემდეგი შინაარსით:

,,უსახლკარო პირების რეგისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება გორის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად."

ცვლილება შევიდა მესამე მუხლშიც: ,,უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფი" "გორის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფს.";

რაც შეეხება მეთხე მუხლს:

"დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარის საცხოვრისში შესახლების პრიორიტეტი ენიჭება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობის არსებობის შემთხვევაში გაიმართება კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს ჯგუფის უფროსის გადაწყვეტილებას."

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები