ახალი ამბები
ფორსმაჟორულ სიტუაციაში გორის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი იცვლება
კაზუსი, რომელიც ფორსმაჟორურ სიტუაციაში მიღებულ გადაწყვეტილების გასაჩივრების დროს, გორის საკრებულოში შეიქმნა, თითქმის აღმოიფხვრა. ამის შესახებ დღეს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ახალ წესს, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებულ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრების წესს ეხება.

გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. წესის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი შესაძლებელია გასაჩივრდეს მომჩივანისთვის აქტის ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ნორმატიული აქტის მიღების შედეგად მიადგა უშუალო ზიანი – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები