ახალი ამბები
მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს
გორის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს. სმიტების მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს.

4 საათიანი მსჯელობის შემდეგ 12-მა მსაჯულმა ბრალდების ძირითად ნაწილში გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ისინი პროკურატურამ დაარწმუნა, რომ რაიან და ლორა სმიტების მკვლელობა ხადას ხეობაში მწყემსმა, 19-წლის მალხაზ კობაურმა ჩაიდინა.

მაჯულებმა კობაური უდანაშაულოდ მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის ნაწილში მიიჩნიეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები