ახალი ამბები
,,ძლიერი გორის" წევრებმა ჭავჭავაძის გამზირი სიაში ვერ ნახეს
ახლადჩამოყალიბებული ფრაქცია ,,ძლიერი გორის"წევრები აცხადებენ, რომ გორის მერია ჭავჭავაძის გამზირის ტროტუარების მოპირკეთებაზე არ ზრუნავს. ამის შესახებ ვასილისა და ჯაბახიძემ და ბექა ქორჩილავამ გუშინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე წარადგინეს.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ქუჩემის მოპირკეთების საკითხი იყო შეტანილი. სიის წაკითხვის შემდეგ, ვასილისა ჯაბახიძე სიტყვით გამოვიდა.

,,სხვა ქუჩებთან მე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ წლების განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე მოუგვარებელია ფეხითმოსიარულეთა სავალი ნაწილი. ამოცვენილია ფილები. ამ ქუჩაზე უამრავი ადამიანი დადის" - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

მისმა თანაგუდელმა ბექა ქორჩილავამ დაამატა, რომ კარგად ახსოვს 2018 წელს მოპირკეთებული სტალინის გამზირის ტროტუარის ნაწილი: ,,სამარცხვინო იყო, როდესაც ამოცვენილი ფილის ადგილას ბეტონი ჩაასხეს" - განაცხადა ქორჩილავამ.

ბექა ქორჩილავას უპასუხეს, რომ ბეტონის ჩასხმა გასულ წელს დროებითი ღონისძიება იყო. რაც შეეხება ქუჩებს, რომლის მოპირკეთებას მერია გეგმავს, ესენია:

1. ქ. გორში, ქუთაისის ქუჩის (სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია

2. ქ. გორში, ქუთაისის ქუჩის (აღმაშენებლის გამზირიდან რომელაშვილის ქუჩამდე) მონაკვეთის რეაბილიტაცია

3. ქ. გორში, ქეთევან წამებულის ქუჩის (აღმაშენებლის ქუჩის კვეთიდან ძმები რომელაშვილების ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია

4. ქ. გორში, გორიჯვრის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია

5. ქ. გორში, თარხნიშვილის ტროტუარის სავალი ნაწილის ასფალტბეტონის მოწყობა

6. ქ. გორში, მელიქიშვილის ქუჩის სავალი ნაწილის ასფალტბეტონის მოწყობა

7. ქ. გორში, მელიქიშვილის ჩიხის რეაბილიტაცია.

8. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები