ახალი ამბები
გორში სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა კვლავ დაიგეგმა
გორში სადგურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა კვლავ დაიგეგმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

დეპუტატებმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი 700 000 ლარი საბავშვო ბაღის ასაშენებლად მიემართება.

აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, თუმცა, მისი მშენებლობა შეჩერდა. საძირკველი და რკინის კონსტრუქციები, საზედამხედველო ორგანიზაციის შეფასებით, უხარისხო ბეტონით იყო იყო აშენებული.

ამის შესახებ მასალა qartli.ge-მ ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა. რკინის კონსტრუქციები, დასკვნის საფუძველზე, დაშალეს. კომპანია კი, თანხას ითხოვს.

იხ. ამავე თემაზე

საბავშვო ბაღი უხარისხო ბეტონის კოლონების ქვეშ
Print

სტატიის გამოყენების პირობები