ახალი ამბები
ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე პატრულის თანამშრომლები დასკვნითი სიტყვით გამოვიდნენ
დღეს ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს მოუსმინეს. სასამართლო სხდომაზე პროკურორი არ გამოცხადდა.

ბრალდებულები არიან პატრულის თანამშრომლები -  ნუკრი ხაბელაშვილი, ზურაბ რუსიშვილი და გია სადაღაშვილი.

ნუკრი ხაბელაშვილი - არაერთხელ გვისაუბრია და აღნიშნულ საქმეში თავს დამნაშავედ არ ვცნობ .

ზურა რუსიშვილი - მოგახსენებთ ბატონო მოსამართლე. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიცხოვრე წესრიგის დაცვით. იმ საბედისწრო დღესაც ვასრულებდი კანონს. თუკი მივიჩნევდი, რომ ბრძანება იყო უკანონო, არ დავემორჩილებიდი.

გია სადღაშვილი - ,,პოლიციის კანონი 34 მუხლი გვეუბნება, რომ როცა საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, უნდა კანონი შევასრულოთ. ცევხლსასროლი იარაღის გამოყენებაც შეგვეძლო.

გარდაცვლილის მამამ უპასუხა: - მერე გესროლაო. მოსამართლემ პარლამენტარს შენიშვნა მისცა.

გია სადაღაშვილი: ,,ჩვენ ვასრულებდით ჩვენი მეთაურის სავალდებულო ბრძანებას"

გადაწყვეტილებას მოსამართლე 27 მარტს ხვალ 11 საათზე გამოაცხადებს.

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე პატრულის თანამშრომლებს ნუკრი ხაბელაშვილს,ზურაბ რუსიშვილს და გია სადაღაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) და გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობა (116-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედებათ.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები