ახალი ამბები
,,მეგობრობის სკვერი" დევნილთა დასახლებაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან მდებარე დევნილთა დასახლებაში მეგობრობის სკვერი მოაწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო კლუბი ,,ტოლერანტობა" ავრცელებს.

პროცესში როგორც ადგილობრივი, ასევე, დევნილი ახალგაზრდები არიან ჩართულნი. სამოქალაქო კლუბის წევრების განცხადებით, სკვერი მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში გაკეთდა. სკვერში ნარგავებიც დარგეს, რომელიც ხაშურის სატყეო სამსახურმა გადასცა.

,,აღნიშნული პროექტის მიზანი გახლდათ დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირება. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც დევნილი, ასევე ადგილობრივი მოსწავლეები, დახმარება გაგვიწიეს როგორც მშობლებმა, ასევე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც." - აღნიშნავენ სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლები.

პროექტის მხარდამჭერია საზოგადოება ,,ბილიკი".
Print

სტატიის გამოყენების პირობები