ახალი ამბები
ელდარ მამისთვალიშვილის ,,გორის ისტორიის" მეორე გამოცემა იბეჭდება
სულ მალე გამოვა პროფესორის, ელდარ მამისთვალიშვილის წიგნის ,,გორის ისტორია" მეორე ნაწილი. ამის შესახებ ქარტლი.გე-ს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, 300 ეგზემპლარის დაბეჭდვის მიზნით, შეთანხმება სტამბასთან უკვე მიღწეულია.

ელდარ მამისთვალიშვილი გორის უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე დროს გორის საპატიო მოქალაქეა. გორის ისტორიის შესახებ დაწერილ წიგნებს შორის გამორჩეული სწორედ 1994 წელს გამოცემული მისი ,,გორის ისტორიაა"

წიგნის პირველ ვერსიაში საუბარია არა მარტო ისტორიული მოვლენების შესახებ, არამედ გორის გარეგანი სახის, მოსახლეობის, სოციალური სტრუქტურის, კ ეკონომიკური განვითარების, მართვა–გამგეობის, გორი – როგორც ზემო ქართლის სადროშოს ცენტრის, ეკლესიებისა და, განსაკუთრებით, კათოლიკეების შესახებ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები