ახალი ამბები
გორში მომავალი მუსიკოსების მოსაძებნად ხელოვანთა კავშირის წევრები იმყოფებოდნენ
საქართველოს მასშტაბით ,,მომავლის ვარსკვლავების" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი ტური მიმდინარეობს.

აღნიშნულ კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებსაც მოუსმინეს.ხელოვანთა კავშირის წევრები გორში 25 მარტს იყვნენ. დღეს კი, ისინი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებიან.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნინა კუპატაძის განცხადებით, კონკურსი საქართველოში მე-12 წელია ტარდება:

,,ჩვენ ყოველწლიურად ვეძებთ ყველა ქალაქში მომავალ მუსიკოსებს, ესენი არიან როგორც პიანისტები, ასევე, ვოკალისტები, ინსტრუმენტალისტები და ა.შ. აქ შერჩეული მოსწავლეები პოტენციურად მომავალი მუსიკოსები არიან ნამდვილად" - აღნიშნავს ნინა კუპატაძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები