ახალი ამბები
ბექა ხახუბიას საქმეზე გორის სასამართლოში განაჩენი გამოაცხადეს
გორის სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - ნუკრი ხაბალაშვილის, ზურაბ რუსიშვილისა და გია სადაღაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები განიხილეს.

გორის მოსამართლის გადაწყვეტილებით პატრულის ორი თანამშრომლი დააპატიმრეს, ოცმეთაური კი გაუშვეს.

ზურაბ რუსიშვილს 2 წელი და 6 თვე.

გია სადაღაშვილს 1წელი და 6 თვე.

შეგახსენებთ, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე პატრულის თანამშრომლებს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლის პირველი ნაწილი) და გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობა (116-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედებათ.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები