ახალი ამბები
კატა და ძაღლი, რომელიც დღეს გორში დაასახიჩრეს
კატა და ძაღლი, რომელიც ფოტოებზეა გამოსახული, დღეს დაასახიჩრეს.

სააკაძის ქუჩაზე ერთ-ერთი მოქალაქის კატას საფანტის თოფიდან ესროლეს. დასახიჩრებულ ცხოველს გორის კლინიკა ,,მარკოში" მკურნალობენ და მის გადარჩენას ცდილობენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, იმ პირის ვინაობა ცნობილია, რომელმაც კატას ესროლა. ,,გასროლა მოხდა გ.ბ-შვილის სახლის ეზოდან" - წერს სოციალურ ქსელში კატის პატრონი.

დღესვე ერთ-ერთ უბანში მიუსაფარ ძაღლს მანქანა დაეჯახა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ძაღლის მიმკედლებელი წერს. მისი თქმით, პოლიციას ფაქტის შესახებ აუცილებლად მიმართავს.

დასახიჩრებული ცხოველების ფოტოებს არ ვაქვეყნებთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები