ახალი ამბები
გორში ქალი დააკავეს 6-წლის შვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის შემდეგ
დღეს, დაახლოებით 21:30 წთ-ზე გორის პოლიციის თანამშრომლები მეზობლებმა გამოიძახეს. შეტყობინების მიხედვით, ქალი სავარაუდოდ მცირეწლოვან შვილის მიმართ ძალადობდა.

პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის გარდა, შემაკავებელი ორდერიც გამოწერა.

შემაკავებელი ორდერის მიხედვით, დედას მცირეწლოვან შვილთან მიახლოება გარკვეული ვადით ეკრძალება. შემთხვევის ადგილზე სოციალური მუშაკებიც მივიდნენ.

შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებით, ოქმი 173-ე მუხლის მიხედვით (პოლიციელების მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) შედგა. რაც შეეხება შვილთან ურთიერთობას, ამ საკითხზე გადაწყვეტილება სოციალური მუშაკებმა მიიღეს.

შვილი 2013 წელსაა დაბადებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები