ახალი ამბები
უფლისციხეში ტურისტებისთვის რადიო-გიდი მუშაობს
უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ახალი პროექტი ამოქმედდა - ტურისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიმღებ-გადამცემი მოწყობილობის საშუალებით გაეცნონ უფლისციხის ისტორიას, ურიგდებათ შესაბამისი აპარატურა - რადიო-გიდი.

პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რადიო-გიდის ინიციატივით ხორციელდება.

,,ეს არის საექსკურსიო აპარატურა, ინდივიდუალური მოწყობილობა ტურისტებისთვის და გიდებისთვის, რომელიც კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის ექსკურსიის პროცესს ორივე მონაწილისთვის. ასევე, რადიო-გიდის საშუალებით ისინი მარტვად შეძლებენ თითქმის 4 ჰექტარზე არსებული ნაკრძალის ტერიტორიის დათვალიერებას.

ერთი მიმღების საფასური შეადგენს 3 ლარს. საფასურის გადახდას მოახდენთ ადგილზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები