ახალი ამბები
ყელქცეულში წყლის რეაბილიტაცია დაიწყება - რას ითვალისწინებს პროექტი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება. ამის შესახებ მთავრობამ 500 000 ლარი გამოყო.

ქარტლი.გე სარეაბილიტიო პროექტით დაინტერესდა. პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების ქსელის კვება უნდა განხორციელდეს ყელქცეულის ჩრდილო-დასავლეთით არსებული არტეზიული ჭაბურღილიდან რომელიც მოწყობილია გასული საუკუნის 80–იან წლებში. ჭაბურღილი 150 მეტრამდე სიღრმისაა.

ჭაბურღილი, წყლის მოცულობისა და სტაბილური მოწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მთელს სიღმეზე ბურღვის მეთოდით, ამოირეცხება. გარეცხილი ჭაბურღილის ტესტირების პროცესში, დადგინდება ჭაბურღილის ფაქტიური დებეტის სიდიდე.

ტესტირების შედეგების გათვალისწინებითა და შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობით, კონტრაქტორი ამორეცხილ ჭაბურღილში შესაბამისი პარამეტრების სიღრმული ტუმბოს დაამონტაჟებს.

პროექტი ითვალისწინებს ერთმანეთის გვერდით, 10 მეტრი სიმაღლის ლითონის ლითონის რეზერვუარების დადგმას, თითოეულის მოცულობით – 50 კუბური მეტრი.

სანიტარულ ზონაში, თხევადი ქლორზე მომუშავე აპარატურა დამონტაჟდება - ავტომატური რეგულირებით.

პროექტი ითვალისწინებს სოფლის წყალსადენის დამხარჯავი ქსელის მოწყობას საერთო სიგრძით 9392 მეტრი. მათ შორისაა როგორც მაგისტრალური, ასევე სოფლის გამანაწილებელი ქსელი და მოსახლეობის ინდივიდუალურ განშტოებები. საპროექტო წყალმომარაგების ქსელი ითვალისწინებს სარწყავი არხების გადაკვეთას.

პროექტი ითვალისწინებს სოფელ ყელქცეულის საპროექტო უბანში მცხოვრებ წყლით მოსარგებლე აბონენტთა გასამრიცხველიანებლად წყლის აღრიცხვის მიწისქვეშა, დათბუნებული კვანძების მოწყობას Ø–15 მმ მრიცხველით, დადგენილი სქემის შესაბამისად.

სამუშაოების დასრულების შემდგომ უნდა განხორციელდეს ზედმეტი გრუნტის გატანა ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ადგილზე, ასევე შესრულდეს ტერიტორიის მოსუფთავება და მოწესრიგება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები