ახალი ამბები
ორი წლის ბავშვი მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ორი წლის ბავშვი ახლობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

სოფელ ბრეთის ტერიტორიულო ორგანოს რწმუნებულმა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნა, რომ ბავშვის გარდაცვალების დეტალები მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

,,გარდაცვლილი ბავშვი მშობლებმა დღეს დილით ნახეს საწოლში. მათთან ვისაუბრე და მითხრეს, რომ ბავშვს ღამით 3 საათზე გამოეღვიძა, თამაშობდა და უცნაური არაფერი შეუნიშნავთ.“- აღნიშნა სოფელ ბრეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა.

გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი გორის პროზექტურაშია გადაყვანილი.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები