ახალი ამბები
გზა ბიისის შემდეგ - მითი ბოშურის გზის რეაბილიტაციის შესახებ (Photo)
გზის ახალი საფარი ხიდისთავი-ატენის ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე იგება.

სამუშაოები 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. შემდეგ, საგზაო სამუშაოები 2018 წლის ნოემბრამდე გადაიწია. ამჯერად, კომპანიას ვადა 2019 წლის მაისამდე აქვს.

ოფიციალური დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ატენის გადასასვლელიდან გზის საფარი მხოლოდ ბიისის ჩათვლით იგება. ბიისის შემდეგ ქვემო და ზემო ბოშურამდე  ძველი გრუნტიანი გზა რჩება.

დაახლოებით 10 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოები "აგტ სამენეჯმენტო, საკონსულტაციო და სამშენებლო მომსახურების საქართველოს ფილიალმა" აწარმოა.



1. ფოტო - ბიისის გასასვლელი, სადაც ასფალტის საფარი მთავრდება



2. ფოტოზე: ნაგავი ბიისი - ბოშურის მონაკვეთზე





3. ბიისი-ქვემო ბოშურის მონაკვეთი




4. სოფ. ორმოცის შესასვლელი





5. სოფელი ორმოცი





6. ქვემო ბოშურის სკოლა





7. ქვემო ბოშურიდან გზა ზემო ბოშურისკენ


ატენი-ბოშურის გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2016 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის ნოემბერში.

"10 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია. პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეა.", - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.


იხ. რუკა - გზის მონაკვეთი, სადაც გზის საფარი იცვლება



Print

სტატიის გამოყენების პირობები