ახალი ამბები
შს მინისტრს ხურვალეთში ქაცარავას შესახებ ესაუბრნენ
,,აღარ შემოუშვათ ქაცარავა აქ" - ასე მიმართეს შს მინისტრს გიორგი გახარიას იმ ხურვალეთელებმა, რომლებიც დღეს მას შეხვდნენ. ქარტლი.გე-ს შს მინისტრთან შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ესაუბრა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს ასევე ისიც უთხრეს, რომ სოფელში რაიმე ინციდენტის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას სწორედ მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებს დააკისრებენ.

,,ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია, პირველ მოადგილესთან - კახა საბანაძესთან, მოადგილესთან - ვლადიმერ ბორცვაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა." - იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

პრეს-სამსახურის განცხადებით, მინისტრმა რამდენიმე სოფლის მოსახლეობისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია ამ დროისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

გიორგი გახარია ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.



გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული სამმართველოს ნადარბაზევის საგუშაგოებიც მოინახულა. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები