ახალი ამბები
ხურვალეთის მოსახლეობამ მთის სტატუსის მინიჭება გახარიას სთხოვა
,,გაყოფა არ მოსულა?" - ჰკითხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილს. ხოჯევანიშვილმა უარყოფის ნიშნად მინისტრს თავი დაუქნია.

საუბარი ეხება მთის სტატუსის მინიჭებაზე, რომელსაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ხურვალეთის მოსახლეობა ითხოვს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ვიცე-პრემიერს აუხსნეს, რომ ზედა უბანი, რომელსაც დიდი ხურვალეთი ჰქვია, მაღალმთიანი დასახლების სტატუს, ადგილმდებარეობის მიხედვით, აკმაყოფილებს. თუმცა იმის გამო, რომ ქვედა უბანი 850 მ-ზე დაბლა მდებარეობს, მთელ დასახლებას სტატუსი არ მიანიჭეს.

ეს საუბარი დღეს სოფელ ხურვალეთში შედგა. ადგილობრივმა მოსახლეობამ დახმარებისთვის ვიცე-პრემიერს მიმართა.

გახარიამ პირობა დადო, რომ ხურვალეთისთვის, თუნდაც ზემო ნაწილში მდებარე დასახლებისთვის, სტატუსის მისანიჭებლად პრემიერს დაელაპარაკება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები