ახალი ამბები
გორში 11-წლის გოგონას დასახმარებლად ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის" იმართება
ქალაქ გორში მცხოვრებ 11 წლის თათია მაყიშვილს აღმოაჩნდა ჰისტოციტოზი და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას თურქეთში, რომელიც $17 000 დოლარი ღირს.

ამის გამო, გორის ინტელექტუალთა კლუბი რა? სად? როდის? და საინიციატივო ჯგუფი აწყობს საქველმოქმედო ინტელექტუალურ თამაშს სახელწოდებით "იაზროვნე თათია მაყიშვილის დასახმარებლად", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გორის სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ნებისმიერ ორგანიზაციას, დაწესებულებას, საინიციატივო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს 6 წევრისგან შემდგარი გუნდი.

თამაშში მონაწილეობის ღირებულებაა 60 ლარი, რომელსაც გუნდები ინტელექტუალური თამაშის დღეს წარმოადგენენ საორგანიზაციო ჯგუფთან.

,,საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თათიას მკურნალობას. თუ ვერ ახერხებთ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას, შესაძლებლობა გაქვთ დააწესოთ პრიზი გამარჯვებულისთვის, ან გააკეთოთ ფინანსური შემოწირულობა. ინტელექტუალური თამაში გაიმართება 7 აპრილს (კვირას) 13:00 სთ-ზე, გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, მისამრთი ქ.გორი, ჭავჭავაძის ქუჩა №53." - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის დაუკავშირდით : 593-572-216; 598 17 67 08
Print

სტატიის გამოყენების პირობები