ახალი ამბები
ქვახვრელის სკოლის მოსწავლე ზოგადი უნარების ოლიმპიადის ათეულშია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მოსწავლე ალეკო ალექსიძე ოლიმპიადა ,,ალგორითმის" ათეულშია.

ზოგადი უნარების პრეტესტში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. ალეკო ალექსიძეს გორის მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა.

ოლიმპიადა "ალგორითმი", რომელიც ეროვნული გამოცდების წინ ჩატარდა, აბიტურიენტებზე გათვლილი ზოგადი უნარების პრეტესტია. მათ საშუალება მიეცათ, მოსამზადებელ პერიოდში, ცოდნის დონე შეეფასებინათ.

,,პრეტესტი მიზნად ისახავს, აბიტურიენტმა შეძლოს: საკუთარი ძალების აღმოჩენა და განვითრება; ადაპტირება საგამოცდო გარემოში; დროის მართვა; სწორი თვითშეფასება; სტრატეგიების გამომუშავება;
ცოდნის დონის გაღრმავება." - აღნიშნულია ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები