ახალი ამბები
თოვლი გორში და 1 აპრილის ყველაზე ცხელი დღის ისტორია
1 აპრილს გორში თოვლი მოვიდა. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნალექიანი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღეს, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, ჰაერის ტემპერატურა 11 გრადუსამდე გათბება. ტემპერატურა მატებას ოთხშაბათიდან დაიწყება და ხუთშაბათს 16 გრადუსს მიაღწევს.

1 აპრილს, ყველაზე მაღალი ტემპერატურა გორში, 1947 წელს - +25 გრადუსით დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი კი, - 1967 წელს მინუს 4 გრადუსით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები