ახალი ამბები
პატარა ხურვალეთის მოსახლეობას სასაფლაოს მოსაწყობად მიწა გადასცეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ პატარა ხურვალეთის მოსახლეობას სასაფლაო მოსაწყობად მიწა გადასცეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ მიიღო.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, პატარა ხურვალეთის (მათ შორის ბობნევი) მოსახლეობას მიცვალებულის დაკრძალვა დასახლებასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  გამოყოფილ მიწას შემოღობავენ.

ცნობისთვის, ამ დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს მიცვალებულები ძველ სასაფლაოზე დარჩათ, რომელიც ოკუპირებულია. რაც შეეხება დიდი ხურვალეთის სასაფლაოს, იქ ადგილობრივი მცხოვრებნი მისვლას (რელიგიურ დღესასწაულებზე) ახერხებენ.

qartli.ge-მ მასალა სასაფლაოს პრობლემების შესახებ, გასულ წელს მოამზადა.

იხ. ამავე თემაზე

ბობნევში (პატარა ხურვალეთი) სასაფლაო არ აქვთ



Print

სტატიის გამოყენების პირობები