ახალი ამბები
ხაშურის მერის მოადგილედ გორელი ზურაბ როსებაშვილი დანიშნეს
ხაშურის მერის მოადგილედ ზურაბ როსებაშვილი დანიშნეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

29 მარტს ხაშურის მერის მოადგილის თანამდებობა ზურაბ ჩხიტუნიძემ დატოვა. ის ამ თანამდებობაზე 5 წლის მანძილზე მუშაობდა.

მას შემდეგ რაც რეგიონში გიორგი ხოჯევანიშვილი გუბერნატორიად დაინიშნა, მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებს შორის საკადრო ცვლილებები დაიწყო.

გიგი ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმაა.

როსებაშვილი კი გორის საკრებულოს წევრი 2014-2017 წლებში იყო და ბოლო პერიოდში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები