ახალი ამბები
გორში Off-Road ტროფი სპრინტში ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის ტერიტორიაზე, 31 მარტს, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ოფროუდ ტროფი სპრინტში გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს ოფროუდის ფედერაციის და შიდა ქართლის ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა.

ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე შედეგების შესახებ ჯერ ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა. ჩემპიონატი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Off-Road Club 2007 წლის 25 დეკემბერს ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირში. 2008 წელს ჩატარდა პირველი შეჯიბრი "დიდგორი 2008". წლების განმავლობაში, ფედერაციის მიერ ხდებოდა სხვადასხვა ტიპის ოფროუდ ტურნირებისა თუ ექსტრემალური ფესტივალების, სპორტული გარბენებისა და ოფროუდ გასვლების ორგანიზება როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები