ახალი ამბები
ნადარბაზევიდან უფლისციხემდე ველოტური მოეწყობა
7 აპრილს ნადარბაზევიდან უფლისციხემდე ველოტური მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქართველოს ექსპრემალური გზების" (Georgian extreme ways) წარმომადგენლები ავრცელებენ.

ჯგუფის წევრების განცხადებით, ველოტურის ფარგლებში ისტორიულ ძეგლებსაც მოინახულებენ. მსვლელობა ნადარბაზევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან დაიწყება და დამთავრდება უფლისციხის სამონასტრო კომპლექსთან.

ველოსიპედით ტურის წევრები კვერნაქის ქედს 25 კმ მანძილს დაფარავენ.

ტურში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორს ბექა ირემაშვილს - ტელ:555 35 90 53
Print

სტატიის გამოყენების პირობები