ახალი ამბები
გორში კალათბურთელები ნახევრადჩაბნელებულ დარბაზში ვარჯიშობენ
გორის სპორტსკოლაში კალათბურთელები ნახევრადჩაბნელებულ დარბაზში თამაშობენ. qartli.ge  ამ სექციის წარმომადგენლებს საღამოს საათებში ესტუმრა.

ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ვარჯიშზე სკოლის შემდეგ დადიან. დარბაზში 37 ნათურიდან მხოლოდ 15-მდე ნათურა ანთია.

კალათბურთი შიდა ქართლში ერთ-ერთი პოპულაური სახეობაა. სპორტის სტატისტიკის ცნობით, ის ფეხბურთსა და ჭიდაობასთან ერთად,  სამეულში შედის.

2018 წლის მონაცემების მიხედვით, შიდა ქართლის მასშტაბით, სპორტულ სამყაროში 8790 სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიის ადამიანია ჩართული.

აქედან:

ფეხბურთელია - 1915 მოქალაქე.

მოჭიდავე - 1500 (აქედან 691 - ქართული ჭიდაობა, 640 - ძიუდო, 179 - თავისუფალი ჭიდაობა).

კალათბურთელი - 1275

რაც შეეხება დანარჩენებს, რაგბიში 505 სპორტსმენია რეგისტრირებული, ხოლო ჭადრაკში - 342.

სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდული კომიტეტის ცნობით, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით სპორტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა მცირეა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები