ახალი ამბები
გორელი ლუკა ჭოველიძის ესსე კონფლიქტის თემაზე ხუთეულში მოხვდა
გორის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ჭოველიძე ინგლისურ ენაზე მომზადებული ესსეების კონკურსის ხუთეულში მოხვდა. 

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს მოხსენებები ინგლისურ ენაზე "ცხოვრება კონფლიქტების გარეშე".

კონკურსში მიღწეული წარმატებებისათვის ლუკა სერტიფიკატითა და პლანშეტით დააჯილდოვეს.

,,კონკურსის სახელწოდებაა ,,ცხოვრება კონფლიქტების გარეშე", აღნიშნულ კონკურსისთვის უნდა მოგვემზადებინა მომხსენება, რომელშიც საჭირო იყო გვემსჯელა რა ასოცირდება ჩვეთვის კონფლიქტი? ან თუნდაც რა არის კონფლიქტი?, უნდა მოგვეყვანა ჩვენი პირადი ან თუნდაც ოჯახის რომელიმე წევრის კონფლიქტის მაგალითები, თუმცა ეს რეალური უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა. მოხსენებაში უნდა ყოფილიყო ასახული გადაჭრის გზები, თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ის პრობლემა რომლის შესახებაც ვსაუბრობთ." - გვითხრა ლუკა ჭოველიძემ.

საკუთარ ესსეში გორელი მოსწავლე 2008 წლის კონფლიქტს შეეხო და ამ კონფლიქტის გადაჭრის გზებზეც ისაუბრა:

,,გამოსავალი ყველაფრიდანააა. ჩვენ ვართ მცველები ჩვენი ქვეყნის, საზღვრების, ტერიტორების და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი მაგიდასთან დიპლომატიით და არა შეიარაღებული მოქმედებით." - აღნიშნულია ლუკას ნაშრომში.

კონკურსი 29 მარტს ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა. ორგანიზატორი ბრიტანეთის საბჭო იყო, რომელიც ახორციელებს პროექტს ,,ინგლისური ენა თემისათვის". ამ პროექტს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი აფინანსებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები