ახალი ამბები
ოსიაურში ქარმა საბავშვო ბაღის შენობას სახურავი ახადა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში საბავშვო ბაღის შენობის სახურავი დაზიანდა. ამის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.

საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ძლიერი ქარი 31 მარტს ღამით დაფიქსირდა. მერია დაზიანებული სახურავის აღდგენას ერთ კვირაში დაასრულებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები