ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის შედეგად მიყვანილ 20-წლის გოგონასთვის ადგილი არ აღმოჩნდა
20-წლის გოგონა, რომელიც გუშინ საღამოს ჰოსპიტალში მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზით მიიყვანეს, თბილისის სპეციალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის მიზეზი მართვითი სუნთქვის აპარატის არასაკმარისი რაოდენობა გახდა. ჰოსპიტალის წარმომადგენლის ცნობით, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან ინტოქსიკაცია დაუდგენელი ნივთიერებისგან მიიღო.

,,მიუხედავად ამისა, გოგონას ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი მართვითი სუნთქვის აპარატი არ გვქონდა და თბილისში მოხდა მისი გადაყვანა"- აცხადებენ სამხედრო ჰოსპიტალში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები