ახალი ამბები
ხურვალეთში არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღისადმი დაგეგმილი კონცერტი გადაიდო
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების მიერ მოკლული არჩუილ ტატუნაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ლუდა სალიამ აცნობა.

"დაგეგმილი გვქონდა დავით ევგენიძის კონცერტი, ასევე ეკლესიის ეზოში უნდა დაგვერგო მარადმწვანე ხეები კიპარები და გაგვეშენებინა ტატუნაშვილის სახელობის ხეივანი, თუმცა სოფელში ადგილობრივი მოსახლოების გარდა, არავის უშვებენ, ჩვენს ამ ქმედებას კი სახელმწიფო უწყებები პროვოკაციად ჩაგვითვლიდნენ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გმირის დაბადების დღის ღონისძიებები გადაგვედო" - აცხადებს ლუდა სალია.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში 15 მარტის შემდეგ მოქალაქეებს არ უშვებენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს. ამ დღეს ,,ძალა ერთობაშიას" წევრები მშვიდოაბინი აქციის გამართვას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების წინააღმდეგ გეგმავდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები