ახალი ამბები
რამ დააზიანა გორის კულტურის ცენტრის მანქანები - ფაქტები მტკიცებულებების გარეშე
გორის კულტურის ცენტრის მანქანის წინა საქარე მინის შეცვლა 1700 ლარი დაჯდა. ხოლო მეორე ავტომობილის შეკეთება 1445 ლარი. რამ დააზიანა მანქანები, ამის გარკვევას ქარტლი.გე შეეცადა.

"ავტობუსს საქარე მინაზე კენჭი მოხვდა და იყო ამ მდგომარეობაში. იმის გამო, რომ ტექდათვალიერებას ვერ გაივლიდა, მინის გამოცვლა გადავწყვიტეთ. " - ამბობს ა(ა) იპ-ის ხელმძღვანელი გელა კაპანაძე. დაზიანებული საქარე მინის შესახებ მტკიცებულებების სახით ფოტოები არაა წარდგენილი.

რაც შეეხება მეორე ავტომანქანის შეკეთების ფაქტს, კაპანაძემ ინფორმაციის მისაღებად მოადგილესთან გადაგვამისამართა.

გელა ქვათაძის თქმით, 1445 ლარით არა თუ რემონტი, არამედ ავტონაწილების შესყიდვა მოხდა, თუმცა ხელშეკრულებაში ავტონაწილების შესყიდვაზე საუბარი საერთოდ არ არის.

,,მანქანას დაჭირდა მაგალითად "პამპრესი", "პერედოკი" , "ფარსონკები" - ეს თანხა მათ შესყიდვაში დაიხარჯა" - განაცხადა გიორგი ქვათაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები