ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საპატივსაცემოდ დარგული კიპაროსები ხურვალეთში (Photo)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ხეივანი გაშენდა. ამის ამსახველ ფოტოებს მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი ლუდა სალია ავრცელებს.

ლუდა სალიას ცნობით, ადგილობრივების ნაწილმა მავთულხლართებთან სამი ძირი კიპარები დარგეს. დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა და ის 36 წლის გახდებოდა.

გარდა ამისა, სოფელ ხურვალეთში არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"დაგეგმილი გვქონდა დავით ევგენიძის კონცერტი, ასევე ეკლესიის ეზოში უნდა დაგვერგო მარადმწვანე ხეები კიპარები და გაგვეშენებინა ტატუნაშვილის სახელობის ხეივანი, თუმცა სოფელში ადგილობრივი მოსახლოების გარდა, არავის უშვებენ, ჩვენს ამ ქმედებას კი სახელმწიფო უწყებები პროვოკაციად ჩაგვითვლიდნენ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გმირის დაბადების დღის ღონისძიებები გადაგვედო" - აცხადებს ლუდა სალია.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში 15 მარტის შემდეგ მოქალაქეებს არ უშვებენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს. ამ დღეს ,,ძალა ერთობაშიას" წევრები მშვიდოაბინი აქციის გამართვას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების წინააღმდეგ გეგმავდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები