ახალი ამბები
ქარმა შენობების სახურავები ხაშურის ოთხ სოფელში დააზიანა
ხაშურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელში, ძლიერი ქარის გამო, სახურავები დაზიანდა. ამის შესახებ ქარტლი.გე-ს მერიაში განუცხადეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, საცხოვრებელ სახლებს სახურავები ქარმა სურამსა და ბეკამში გადახადა. ხოლო სოფელ ცხრამუხაში ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. ოსიაურში კი, საბავშვო ბაღის სახურავი,

,,ცხრამუხის ადმინისტრაციული შენობისა და ოსიაურის საბავშვო ბაღის შენობის სახურავების შეკეთება უკვე მიმდინარეობს, რაც შეეხება კერძო სახლებს სურამსა და ბეკამში მერიაში განაცხადეს რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს." - აცხადებენ მერიაში.

პრეს-სამსახურის ცნობით, ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შეიქმნა და თანხაც გათვალისწინებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები